ანასტასია შატალოვას მკვლელობა

რუსული მედია: რუსეთი საქართველოს შატალოვას მკვლელობაზე სამართლებრივ თანამშრომლობას სთხოვს

რუსული სამთავრობო მედია РИА Новости ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსულმა მხარემ საქართველოს რუსეთის მოქალაქის, ანასტასია შატალოვას მკვლელობასთან დაკავშირებით სამართლებრივი თანამშრომლობა სთხოვა

"[რუსეთის ფედერაციის] ინტერესების სექციამ [საქართველოს შვეიცარიის საელჩოში] საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაუგზავნა ნოტა თხოვნით,  საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ [რუსული მხარისთვის]  ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაციის გადაცემის, ასევე აუცილებელ სამართლებრივ ქმედებში დახმარების, მათ შორის, გარდაცვლილის მამისთვის ცხედრის დროული გადაცემის შესახებ", – აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. 

"საქართველოს ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობით ხდება გარდაცვლილის საქართველოში მყოფი ნათესავების, მათ შორის მისი რუსეთის მოქალაქეობის მქონე არასრულწლოვანი შვილის ინტერესების დამცველი ნაბიჯების გადადგმა", – ამატებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

27 წლის ანასტასია შატალოვა, რომელიც რუსეთის მოქალაქე იყო, თბილისში, კამანის ქუჩაზე 17 ოქტომბერს მოკლეს. შატალოვას  ბათუმის ყოფილ ვიცე-მერთან, ზურაბ ბერიძესთან საერთო შვილი ჰყავდა. მკვლელობასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, ბერიძეც დაკითხეს - პოლიცია მის სახლთან ინყოფებოდა. ბერიძე ამბობს, რომ 6 თვეა შატალოვასთან ურთიერთობა არ ჰქონია

შატალოვას მკვლელობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 პირი დააკავა.

კომენტარები