კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: COVID 19-ის შემთხვევები სერიოზულად მომატებულია – მეხუთე ტალღის დასაწყისია

შემთხვევების რაოდენობა სერიოზულად მომატებულია და ეს დასაწყისია ე.წ. მეხუთე ტალღის. სამწუხაროდ, ეს ტალღა საკმაოდ მაღალი ნიშნულიდან იწყება და ამიტომ აუცილებელია, რომ ყველამ გავითვალისწინოთ რეკომენდაციები, ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია, თავი ავარიდოთ თავშეყრის ადგილებს და ავიცრათ.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე საზოგადოებრივ მაუწყებელთან. 17 ოქტომბრის მონაცემებით, COVID-19-ით კიდევ 28 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 4 581 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 9.93%-ია.

კომენტარები