მიხეილ სააკაშვილის დაკავება

სუბარი აქციაზე: არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი იდგება ქუჩაში, დამნაშავე სასჯელს მოიხდის

ბოლო 9 წლის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობა 2 წელიწადში ერთხელ ახერხებს გააკეთოს მობილიზება თავისი ამომრჩევლების მნიშვნელოვანი ნაწილის, თუმცა მათი ლიდერი თუ ბელადი, როგორც ისინი უწოდებენ, ძალიან იმედგაცრუებული უნდა იყოს, როდესაც ეგონა, რომ დახვდებოდა 100-300 000 ადამიანი ქუჩაში და მოითხოვდა მის გამოშვებას,ნახა, რომ ძალიან ბევრად არის შემცირებული იმ ადამიანების რიცხვი. 

აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ადამინაი იდგება ქუჩაში ან რამდენი ადამიანი მოითხოვს ქვეყნის გარედან ამ ბელადის გათავისუფლებას, აქ ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონით და ყველა დამნაშავე მოიხდის სასჯელს ბოლო დღემდე.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, სოზარ სუბარი გუშინ, 14 ოქტომბერს ენმ-ის მიერ გამართულ აქციაზე. აქციაზე შეკრებილების მთავარი მოთხოვნა ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება იყო. 

კომენტარები