მიხეილ სააკაშვილის დაკავება

კიევის მერი: სააკაშვილის ციხეში ყოფნა საქართველოს უფრო მეტ ცუდს მოუტანს, ვიდრე კარგს

მეგობრებო. დღეს საქართველოში გაიმართა საპროტესტო აქცია, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხიდიან გათავისუფლების მოთხოვნით.

ის უკვე 13 დღეა რაც შიმშილობს. მთავარ რაღაცას აღვნიშნავ: სააკაშვილი საქართველოსთვის და პოსტსაბჭოთა სივრცისთვის ისტორიული ფიგურაა, რომელმაც განახორციელა რეფორმები, რომლებმაც სრულად შეცვალა საქართველო და მისი რეპუტაცია მთელს მსოფლიოში. რა თქმა უნდა, მიხეილმა ამ გზაზე ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ არ ცდება ის, ვინც არაფერს აკეთებს. 

მე ვთვლი, რომ სააკაშვილის გისოსებს მიღმა ყოფნა არასწორი და უსამართლობაა. მის გასათავისუფლებად სამართლებრივი გამოსავალი უნდა მოიძებნოს. 

მოვლენების ასეთი განვითარება – სააკაშვილის ციხეში დარჩენა საქართველოს უფრო მეტ ცუდს მოუტანს, ვიდრე კარგს. მე ამას ვამბობ როგორც ადამიანი, რომელსაც უყვარს საქართველო და მუდამ მხარს უჭერს მას.

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ასე გამოეხმაურა კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო სოციალურ ქსელ Facebook-ზე.

კომენტარები