მიხეილ სააკაშვილის დაკავება

უგულავა სააკაშვილზე: მე ვარ ამაყი, შერყეული რწმენა გამიმთელდა, ის არის აქ

სანამ ჩვენ თვითონ არ დავიჯერებთ გამარჯვებას, მანამდე გამარჯვება ყოველთვის გვერდზე ჩაივლის. მეგობრებო, სანამ ჩვენ თვითონ არ დავინახეთ, მანამდე არ გვწამდა. მეგობრებო, სანამ ჩვენ თვითონ არ ვნახეთ, რომ მიშამ ყველა ბარიერი გადალახა და მოვიდა აქ, ბევრს არ გვეგონა, ბევრი ვფიქრობდით რომ ეს არ შედგებოდა, ბევრი ვფიქრობდით რომ ეს ტყუილია, ბევრი ვამბობდით რომ ეს ბლეფია, ზოგი ბუენოს-აირესიდან, ზოგი ტრუსკავეციდან გვესალმებოდა, მაგრამ მეგობრებო, დადგა მომენტი და დრო და მან თავისი საქმე გააკეთა. მე ვარ ამაყი როგორც არასდროს, იმიტომ რომ მეც შერყეული რწმენა გამიმთელდა ადამიანისა და მეგობრის მიმართ, ის არის აქ, ის არის ყველაზე თავისუფალი, ის არის ყველაზე თამამი, მან მოგვცა მაგალითი ბრძოლის და ჩვენ აღარ გვაქვს უკან დახევის უფლება.

თქვა ოპოზიციის ნაწილის ფოთის საერთო მერობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე აქციაზე გამოსვლისას.

კომენტარები