ხანძარი

პენიტენციური: N17 დაწესებულებას გაჩენილი ხანძრის გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება

სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულება
რუსთავი 2

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, N17 დაწესებულებაში გაჩენილი ხანძრის გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება. მათივე ცნობით, როგორც კი დაწესებულებაში ელექტროენერგია აღდგება ყველა მსჯავრდებულს  ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა მიეცემა.

N17 დაწესებულებაში ხანძარი 14:20 საათზე სამზარეულოში გაჩნდა. უწყების ცნობით, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. 

მათივე ინფორმაციით, სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს. 

კომენტარები