კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით კიდევ 38 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 4 212 შემთხვევა, დღიური დადებითობა 8%-ია

Harvard Health

Covid 19-ით კიდევ 38 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 52 620 ტესტი და დადასტურდა  4 212 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა  1 982 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 8%, ბოლო 7 დღის 8.57%, ხოლო ბოლო 14 დღის - 7.21%.

ინფიცირების 4 212 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 272 გამოვლინდა, აჭარაში - 134, იმერეთში – 899, ქვემო ქართლში – 223, შიდა ქართლში – 250, გურიაში – 100, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 401, კახეთში –  702, მცხეთა-მთიანეთში – 99, სამცხე-ჯავახეთში – 99, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 33.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა  32 448, საიდანაც 4 894 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 889 - კლინიკურ სასტუმროებში, ხოლო 26 665 პირი - ბინაზე. 

მძიმე პაციენტია 1 088 ადამიანი, 249 მათგანია ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 649 407 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 607 563 პაციენტი და გარდაიცვალა – 9 370.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. კვების ობიექტებს მუშაობის უფლება 23:00-მდე აქვთ.

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები