არჩევნები 2021

დარჩიაშვილი: ნაპოლეონი ბრუნდება, ვატერლოო კი მორევაზე და იღბალზეა

ვინც ისტორია არ იცის, იმან არაფერი არ იცის. ისტორია არასოდესაა ზუსტი, მაგრამ იგი ხატებს ქმნის. ანუ იმიჯებს. და ტემპლეიტებს. 2016-ში დავწერე: 1814 წელს ნაპოლეონს დაღლილმა მარშლებმა უთხრეს, გადადექი, დამთავრდაო. ნაპოლეონმა უყვირა, იყვირა, მერე დათანხმდა. დიდი რისხვა დავიმსახურე - ნაპოლეონის მარშლებს ადარებ თავსო? არა, მე მარშალი არ ვიყავი, ისტორიკოსი ვიყავი. 2021 წელია და იმ ხილვის გაგრძელება მაქვს: ნაპოლეონი ბრუნდება. მისი მარშლები გვერდში უდგებიან. ვიღაც იტყვის, ვატერლოოც ხომ ცუდად მთავრდებაო. ჩემი ხილვა წყდება იდიოტი ბურბონების წინააღმდეგ ძველი თანამებრძოლების გაერთიანებით. ეს სულ მეორდება ისტორიაში. ესეც ტემპლეიტია. ვატერლოო კი მორევაზეა და იღბალზე.

წერს ყოფილი დეპუტატი, დავით დარჩიაშვილი. 

კომენტარები