მიხეილ სააკაშვილის დაკავება

გალერი: მიხეილ სააკაშვილს დაჟინებით ვურჩევდით, რომ არ წასულიყო საქართველოში

პირველ რიგში, ჩვენ მიხეილ სააკაშვილს დაჟინებით ვურჩევდით, რომ არ წასულიყო, მათ შორის, პერსონალურად მეც, რადგან ნათელი იყო, რომ მას დააკავებდნენ. ჩვენი შიში იმაში მდგომარეობდა, რომ ვფიქრობდით, ეს პარტიებს შორის დაძაბულობას გაამწვავებდა. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ეს ასე არ მოხდა. განცხადებების მიღმა, მის ჩასვლას საარჩევნო პროცესისთვის ხელი არ შეუშლია. ჩვენ ახლა იმედი გვაქვს, რომ ვიხილავთ სამართლიან პროცესს, დამოუკიდებელ სასამართლოს და ყველა პროცედურა იქნება კანონის შესაბამისი. არ ვაპირებ სპეკულაციას იმ ვითარებაზე, თუ რატომ ჩავიდა ის საქართველოში მიუხედავად მეგობრების რჩევებისა, თუმცა იმ ვითარებაში ვართ, სადაც ვართ და ყურადღებით ვაკვირდებით, რა იქნება შემდეგი ნაბიჯები.

ჩვენთვის, ევროკავშირისა და ევროპარლამენტისთვის, მთავარი ფოკუსი 19 აპრილის შეთანხმების შესრულებაა და ეს არ ეხება მხოლოდ 43%-ს, არამედ სასამართლო რეფორმასაც. შეთანხმება ყველა მხარემ უნდა შეასრულოს.

ამბობს ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში. [ამერიკის ხმის თარგმანი]

კომენტარები