კორონავირუსი საქართველოში

კულუმბეგოვი: შემდეგ ორ თვეში სულ მცირე 2 000 ჩვენს მოქალაქეს ელოდება კოვიდით სიკდილი

ცივილური საზოგადოებების არჩევანი - ვაქცინით მიღწეული იმუნიტეტი! ჩვენი საზოგადოების არჩევანი - ბუნებრივი გზით მიღწეული იმუნიტეტი! შემდეგ 2 თვეში სულ მცირე ჩვენი ქვეყნის 2000 მოქალაქეს ელოდება კოვიდით სიკდილი. პირველი არჩევანის შემთხვევაში შეგვიძლია გადავარჩინოთ 1800-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე. ვაქცინები 10X-ზე მეტჯერ ამცირებენ სიკვდილის შანსს აუცრელებთან შედარებით! გააკეთე სწორი არჩევანი სიცოცხლისთვის!

წერს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი საკუთარ Facebook-.ზე. 12 ოქტომბრის მონაცემებით, Covid 19-ით კიდევ 37 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 47 723 ტესტი და დადასტურდა 4 774 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 623 პაციენტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 10.01%, ბოლო 7 დღის 7.98%, ხოლო ბოლო 14 დღის - 6.58%.

კომენტარები