Covid 19-ით კიდევ 37 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 47 723 ტესტი და დადასტურდა 4 774 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 623 პაციენტი.
დადებითობის დღიური მაჩვენებელია 10.01%, ბოლო 7 დღის 7.98%, ხოლო ბოლო 14 დღის - 6.58%.
ინფიცირების 4 774 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 359 გამოვლინდა, აჭარაში - 225, იმერეთში – 1 060, ქვემო ქართლში – 256, შიდა ქართლში – 349, გურიაში – 156, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 493, კახეთში – 617, მცხეთა-მთიანეთში – 104, სამცხე-ჯავახეთში – 97, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 59.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 27 031, საიდანაც 4 616 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 749 - კლინიკურ სასტუმროებში, ხოლო 21 666 პირი - ბინაზე.
მძიმე პაციენტია 1 042 ადამიანი, აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 255 პაციენტი იმყოფება.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 640 358 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 603 995 პაციენტი და გარდაიცვალა – 9 306.
ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. კვების ობიექტებს მუშაობის უფლება 23:00-მდე აქვთ.
ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:
- ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
- ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
- დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
- ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
- ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
- იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.
სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.
ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.