მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ჩალაძე: "არ ვუერთდები აქციას" – ეს ქვეყნის ღალატია

"არ ვუერთდები აქციას" - საფუძვლიანი შეცდომა და ქვეყნის ღალატია.

მიშა არავის საკუთრება არაა. მიშა თანამედროვე საქართველოს შემქნელია. შეცდომა არის ენის მოჩლექვა. სულელი - სულელია. მტერი მტერია, ვირეშმაკა ვირეშმაკაა. მოღალტესთან და მტერთან გვერდზე დგომა ან იმედის ქონა რაც არის თავად დაარქვით.

დიდი შეცდომაა ლოდინი. 8 დღეა შიმშილობს. 8 დღე. მეტს ახლა ვერ ვიტყვი. ამის დროც მოვა.

წერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი ჩალაძე. ოპოზიციური პარტიები თაკო ჩარკვიანის მიერ ორგანიზებულ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციას არ უერთდებიან. 8 ოქტომბრის მონაცემებით, აქციას არ უერთდებიან - ევროპული საქართველოგირჩი - მეტი თავისუფლება, ლელო და სტრატეგია აღმაშენებელი.

კომენტარები