მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ნონიაშვილი: სააკაშვილს პოლიტპატიმრად მივიჩნევთ, თუმცა, ეს აქცია არა ჩვენი, არამედ ენმ-სია

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ნონიაშვილი ენმ-ის და თაკო ჩარკვიანის მიერ სააკაშვილის გასათავისუფლებლად დაანონსებულ აქციებს გამოეხმაურა.

ნონიაშვილის თქმით, ევროპული საქართველო იზიარებს პოზიციას, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და საპატიმროდან უნდა გამოვიდეს, თუმცა, ეს აქციები ენმ-ის პარტიული აქციებია და მას ევროპული საქართველო არ შეუერთდება.

"ვიზიარებთ იმ სულისკვეთებას, რომ ის არის პოლიტიკურად დევნილი და საპატიმროდან უნდა გამოვიდეს, რაც შეეხება აქციებს, ეს აქციები არის უშუალოდ ენმ-ის აქციები და ცხადია, რომ აქციაზე იქნებიან ენმ-ის წევრები, შესაბამისად ევროპული საქართველო აქციაში მონაწილეობას არ იღებს, მაგრამ ვიზიარებთ იმ სულისკვეთებას, რომ ის არის პოლიტიკურად დევნილი". – თქვა ნონიაშვილმა

ენმ-ის აქციებს ასევე არ უერთდებიან: გირჩი - მეტი თავისუფლება, ლელო და სტრატეგია აღმაშენებელი.

კომენტარები