მიხეილ სააკაშვილის დაკავება

სააკაშვილი: რეჟიმმა ბრძოლის ერთი ფორმა – შიმშილობა დამიტოვა, სანახევროდ არაფერს ვაკეთებ

ნიკა ძვირფასო - შენ ბავშვობიდან არა მხოლოდ მამა, არამედ ჩემი მთავარი მკურნალი იყავი. სამწუხაროდ, შიმშილობა არის ჩემი ბრძოლის ერთადერთი ფორმა, რომელიც დამიტოვა ამ რეჟიმმა. ბრძოლა ახლა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ჩემი თავი და ჩემი ჯანმრთელობა. ვაფასებ შენს მამობრივ ზრუნვას, მაგრამ მგონი იცი, რომ სანახევროდ არასდროს, არაფერს ვაკეთებ. შენი მიშა.

ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილი მისმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ წაიკითხა.  

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტის თხოვნით მამამ, ნიკა სააკაშვილმა მიმართა. 7 ოქტომბერს რუსთავის ციხეში პატრიარქის მდივანი, მიქაელ ბოტკოველი იმყოფებოდა - სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მანაც მოუწოდა. ექსპრეზიდენტი დაკავების დღიდან, 1-ლი ოქტომბრიდან შიმშილობს. 

კომენტარები