მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ნიკა სააკაშვილი: მიშა, მოგმართავ, როგორც მამა და ექიმი, შეწყვიტე შიმშილობა, მოიკრიბე ძალა

სხვა საშუალება ჩემს შვილთან მიშასთან კომუნიკაციისა მე ამ ეტაპზე არ გამაჩნია, იმედია სოციალური ქსელით მაინც გავაგონებ. მიშა!!!! მოგმართავ, როგორც ექიმი და მამა.   
საქმე ეხება შიმშილობას, რომელიც არაფერ კარგს არ მოუტანს შენს ჯანმრთელობას, მხოლოდ ავნებს.
შენ დაუდექი ქვეყანას გვერდში და საჭიროა ხალხთან  შენი ბოლომდე დგომა. შემდგომი ენერგიული, შენებური, დაუღალავი მოქმედება. შიმშილობამ გარკვეულ ეტაპზე თავისი საქმე პროტესტისა გააკეთა. ახლა კი საჭიროა ხალხთან ერთად შენი ენერგიის მობილიზება. იცოდე შიმშილობა უკვე მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. გთხოვ, შეწყვიტე ეს აქცია, მოიკრიბე ძალა და ენერგია შემდგომი ბრძოლისათვის. მიიღე გადაწყვეტილება. მალე შეხვედრამდე.

წერს მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი, Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ის დაკავების დღიდან შიმშილობს.

კომენტარები