ბათუმი

კალოიანი ბათუმზე: ადამიანების გადარჩენაზე უნდა ვკონცენტრირდეთ, მიზეზზე ვარაუდი სპეკულაციაა

ახლა მთავარია დროული, ადეკვატური სამაშველო ოპერაცია, გარკვეული დროის შემდეგ ვითარდება სხვადასხვა სინდრომი, რომელიც სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს. შესაბამისად, ახლა ხელისუფლების და სტრუქტურების სრული მობილიზაცია უნდა იყოს მხოლოდ ამ მიმართულებით. დანარჩენი - ყველანაირი ვარაუდი, რატომ მოხდა და როგორ, ამ ეტაპზე მხოლოდ სპეკულაციაა.  

სერიოზული დასკვნის გაკეთება ძალიან ადრეა, ეს ერთ-ერთი ასახვაა სისტემური პრობლემის. კონკრეტულად ამ შემთხვევაზე რაიმე წინასწარი დასკვნის გაკეთება ძალიან ადრეა, ახლა მნიშვნელოვანია სამაშველო ოპერაციის სწორი და დროული ორგანიზება. [...] ახლა უნდა ვიყოთ კონცენტრირებული ამ  ადამიანის გადარჩენაზე, ყველა ვარაუდი იქნება მხოლოდ სპეკულაცია და ზედაპირული დასკნების გამოტანა ძალიან ადრეა.

ამბობს ევროპული საქართველოს მდივანი ჯანდაცვის საკითხებში და ბათუმის საკრებულოს თავჯდომარეობსი კანდიდატი, ვახტანგ კალოიანი ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში. 

კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე დღეს, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შსს-ს ინფორმაციით, მეზობელი სახლებიდან და ნანგრევებში მოყოლილი მანქანებიდან ადამიანები გამოიყვანეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გამოყვანილი 2 ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კომენტარები