აშშ-ჩინეთი

ტრამპი: სუსტი და კორუმპირებული მთავრობის გამო, შესაძლოა, აშშ ჩინეთთან ომში აღმოჩნდეს

იმის გამო, რომ არჩევნები გაყალბდა და ახლა ამერიკას სუსტი და კორუმპირებული მთავრობა ჰყავს, ჩვენ, შესაძლოა, ჩინეთთან ომში აღმოვჩნდეთ.

ჩინეთი უკვე აღარ სცემს პატივს აშშ-ს. ისინი თალიბანის წინააღმდეგ ჩვენი "სატელევიზიო გენერლების" სრული დანებების მოწმენი გახდნენ. ჩვენ დავკარგეთ 13 დიდებული ამერიკელი მებრძოლი და 85 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკა, რომელიც ავღანეთში დავტოვეთ. 

ერთადერთი რამ, რაც რადიკალ მემარცხენე დემოკრატებს კარგად გამოსდით, არჩევნების გაყალბება და უკანონო ქმედებებია, რომელსაც ყოველთვის მეორე მხარეს აბრალებენ. 

ჩვენს ქვეყანას დიდი პრობლემები აქვს, ახლა სწრაფად მოქმედების დროა. 

წერია აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებაში
 

კომენტარები