მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ვოლსკი სააკაშვილზე: ვერ დააკავეს რატომ? იქნებ არ დააკავეს?

განცხადება ამასთან დაკავშირებით იყო, რომ მისი გადაადგილება კონტროლდებოდა და თქვენ ამის საწინააღმდეგო რამე არგუმენტი თუ გაქვთ, შეგიძლიათ ამის თაობაზე... ვერ დააკავეს რატომ? იქნებ არ დააკავეს?

ასე უპასუხა ქართული ოცნების დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტის კითხვას, რატომ ვერ მოხერხდა სააკაშვილის დაკავება რამდენიმე დღით ადრე, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებას მისი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა. 1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ ბათუმში იყო. 2 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს. იქამდე შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. 

კომენტარები