არჩევნები 2021

ბოკერია ღარიბაშვილზე: სამწუხაროა, ასეთი ბოდვის დამწერი ფორმალურად მაინც მართავს ქვეყანას

ივანიშვილის გამორჩეული კლოუნის მცდელობა ფსიქოანალიზის და ვითარების შეფასების, უბრალოდ ბოდვაა, რომელიც ბევრად მეტს გვეუბნება მასზე და იმ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, რომელშიც არის ივანიშვილი და მისი გარემოცვა, როცა ასეთი ბოდვის დამწერი ადამიანი მართავს ქვეყანას ფორმალურად მაინც ეს არის უაღრესად დიდი საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის და სამწუხაროდ ეს საფრთხე ჯერჯერობით განმუხტული არაა და ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის მეორე ტურებში ამ საფრთხის მორყევას და დაახლოება იმ ამოცანასთან, რასაც ვადამდელი არჩევნები და ხელისუფლების შეცვლა ქვია.

ამის გამო მოვუწოდებთ ჩვენ ყველა ევროპული საქართველოს მომხრეს და სხვებსაც ვისაც ხმას მივაწვდენთ, რომ პრინციპულია მეორე ტურებზე მისვლა და ოპოზიციისთვის მხარის დაჭერა, ჩვენთვის მთავარი მოტივაცია არის ივანიშვილის რეჟიმის მორყევა, ჩვენი მხარდამჭერები მიდიან არჩევნებზე ამ მიზნით, ეს არის ის, რაც გვაახლოებს ჩვენი ქვეყნის ისტორიულ ამოცანასთან, გავანეიტრალოთ ივანიშვილის ხელისუფლება მშვიდობიანი მეთოდებით.

ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია პრემიერმინისტრზე. დღეს, 6 ოქტომბერს, ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასა და დაკავებასთან დაკავშირებით ვრცელი წერილი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ "სააკაშვილის მაქსიმუმ 5000-კაციან აქციას, წყლის ჭავლით ან მხუთავი აირით დაშლიდნენ". 

კომენტარები