მიხეილ სააკაშვილის დაკავება

რულოვსი სააკაშვილსა და იასკოზე: ვიდეოს შინაარსი მოულოდნელი იყო, ფორმა – სრულიად მიუღებელი

მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და როგორც საქართველოს მოქალაქე სრულიად ვუერთდები მისი გათავისუფლების მოთხოვნას.

ბევრი დაბნეული მეგობარი და თანამებრძოლი მეკითხება პირადი ცხოვრების თაობაზე. არ დაგიმალავთ, რომ პარასკევს საღამოს დადებული ვიდეოს შინაარსი ჩემთვის მოულოდნელი იყო, ფორმა კი სრულიად მიუღებელი.

პირადი ემოციების მიუხედავად ვინარჩუნებ სიმშვიდეს და რწმენას, რომ ამ ბრძოლიდან გამარჯვებულები გამოვალთ.

წერს ყოფილი ლედი, სანდრა რულოვსი Facebook-ზე. 

2 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს. იმავე დღეს რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ ვიდეო გაავრცელა, სადაც ექსპრეზიდენტი მისი და იასკოს დაოჯახებაზე საუბრობს. 

კომენტარები