ჰოლივუდი

ჰოლივუდში კინოინდუსტრიაში მომუშავეთა მასშტაბური გაფიცვა იწყება

Yahoo

International Alliance of Theatrical Stage Employees(IATSE) ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პროფკავშირია, რომელიც კინოინდუსტრიაში 150 000 დასაქმებულის უფლებებს წარმოადგენს. 

IATSE-ს საორგანიზაციო საბჭომ, რომელიც 60 000 ადამიანისგან შედგება, მასშტაბური გაფიცვის გადაწყვეტილება მიიღო. დახურულ კენჭისყრაზე გაფიცვის იდეას საბჭოს წევრების 98%-მა დაუჭირა მხარი. 

პროფკავშირის თქმით ოპერატორები, მემონტაჟეები, კოსტიუმების დიზაინერები, ფროდაქშენის კოორდინატორები და სხვა ათობით კინოპროფესიის წარმომადგენლები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. რაც პირველ რიგში 14-საათიანი სამუშაო დღის შემცირებას და გაზრდილ ხელფასს გულისხმობს. 

"საბჭოს წევრებმა მკაფიოდ დააფიქსირეს თავიანთი აზრი. ჩვენ ვითხოვთ ადამიანურ სამუშაო დღეს, სრულფასოვან დასვენების დღეებს და გაზრდილ ხელფასს". – ამბობს IATSE-ს წარმომადგენელი ჯარიდ გონსალესი.

პროფკავშირის წევრები ემსახურებიან ისეთ მსხვილ სტუდიებსა და სტრიმინგის სერვისებს, როგორებიც არის Disney, Warner Bros., Netflix, Amazon.

ამ ეტაპზე IATSE-ს ინიციატივას პროდიუსერების მხრიდან არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია. 

კომენტარები