კლასიკური მუსიკა

პიანისტებმა გიორგი გიგაშვილმა და სანდრო ნებიერიძემ საერთაშორისო კონკურსზე გაიმარჯვეს

Befunky

ქართველი პიანისტები გიორგი გიგაშვილი და სანდრო ნებიერიძე გერმანიაში გამართული მუსიკალური კონკურსის, Kissinger Sommer-ის გამარჯვებულები გახდნენ. 

გიგაშვილმა პირველი ადგილი და მაყურებლის ჯილდო მოიპოვა, ხოლო ნებიერიძემ კონკურსზე მეორე ადგილი დაიკავა. 

"ექვსი კონკურსანტიდან ორმა ქართველმა - მე და ჩემმა გიგაშამ - რაც ჰქონდათ, მოვხიკეთ და წამოვიღეთ. მე მეორე ადგილი, ხოლო გიორგიმ პირველი + მაყურებლის პრიზი დაიმსახურა და, რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის სახელი ასე საამაყოდ გავიტანეთ კლასიკური მუსიკის მექაში - გერმანიაში! ასევე სიამაყით მინდა გაცნობოთ, რომ ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციაში ჩემი პატარა პირადი წვლილიც შევიტანე - გუშინდელ გალა კონცერტზე შევასრულე ჩემივე საფორტეპიანო პარაფრაზი ზ. ფალიაშვილის ოპერა "დაისის" თემებზე, რომელიც Bayerische Rundfunk რადიოში 17 ოქტომბერს გავა". – წერს სოციალურ ქსელში ნებიერიძე.

გიორგი გიგაშვილი და სანდრო ნებიერიძე არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული ვირტუოზი პიანისტები არიან.

 

კომენტარები