არჩევნები 2021

ხვიჩია: შეცდომები დავუშვით, პორშეს გათამაშებაც შეცდომა იყო

ბევრი შეცდომა დავუშვით, პორშეს გათამაშებაც შეცდომა იყო, ზოგადად არასწორი დაპირება იყო, მაგრამ ეს უნდა შეგვესრულებინა და შევასრულეთ. ჩვენ არ ვართ ლატარიის კომპანია და ამ ფაქტმა გამოიწვია სავარაუდოდ, სხვა ადამიანების უარყოფითი რეაქციაც, სავარაუდოდ და როცა შედეგები ასეთია, ყველა პროექტი, რომელსაც არ უნდა აკეთებდე, შინაარსი თუ არა, მისი ფორმები მაინც უნდა დააყენო კითხვის ნიშნის ქვეშ. 

ამბობს პარტია გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია, რუსთავი 2-ის ეთერში. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე გირჩის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, პარტიებისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო დაფინანსებით ავტომობილს გაათამაშებდნენ.

გათამაშება 2021 წლის 28 სექტემბერს, Facebook ლაივში ჩატარდა. 

კომენტარები