კახა კალაძემ აიღო 45%, მეორე ადგილზე გასულმა 34%, რომელი უფრო დიდია, 45, თუ 35? რა თქმა უნდა, დამაჯერებელი გამარჯვებაა. მე გამიხარდებოდა, რომ პირველ ტურში დაგვემთავრებინა არჩევნები, ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ, როგორც საუბრის დასაწყისში ვთქვი, შეიძლება რამე დავაკელით, შეიძლება მეც რამე გამომრჩა, ამისთვის ბოდიში, თუმცა ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა ქართული ოცნება, ვინც დამაჯერებლად გაიმარჯვა, მიიღო 48%, ამისთვის ყველა ადამიანს მინდა მადლობა გადავუხადო, ვინც ჩართული იყო საარჩევნო პროცესში.
tbl.ge/5plu
დაკოპირდა
თქვა ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ოპოზიციის საერთო კანდიდატს თბილისში, ნიკა მელიას აქვს ხმების – 34.1%, ხოლო ქართული ოცნების კანდიდატს, კახა კალაძეს – 45.31%. მესამე ადგილზე არის პარტია საქართველოსთვის კანდიდატი, გიორგი გახარია – 9.03%-ით.
5-ვე თვითმმართველ ქალაქში მეორე ტური გაიმართება – კიდევ სად იქნება მეორე ტური?
ამავე თემაზე
- 2021 წლის არჩევნებზე ქართულმა ოცნებამ 18 მლნ დახარჯა, ენმ-მ 3 მლნ, ლელომ – 2.5 მლნ
- არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება კვლავ პრობლემურია – TI-ის ანგარიში
- NDI არჩევნებზე: საარჩევნო გარემოს ღრმა ხარვეზებმა პროცესზე უარყოფითი გავლენა მოახდინა
- "საკრებულოებში ვმოქმედებთ ძალაუფლების ბალანსისთვის" – სად ასახელებს გახარია კანდიდატებს
- სააკაშვილი: გავზარდოთ მასობრიობა და კედლად დავუდგეთ მოძალადეებს, აუცილებლად ჩამოვანგრევთ