არჩევნები 2021

ბოკერია: თბილისის და დიდი ქალაქების მკაფიო გზავნილი მომავლის განმსაზღვრელია

თბილისის გარდა სხვაგან ჯერ ნაადრევია დასკვნის გაკეთება. ეგზიტპოლის შედეგები, რაც ვნახეთ, ედისონის, პირიქით, ეს ცუდი შედეგი იყო ქვეყნისთვის ხო?! ოცნების 46%, პირდაპირ რომ გითხრათ. რა თქმა უნდა, ჯერ ნაადრევია რამდენიმე ოქმზე დაყრდნობით დასკვნის გამოტანა, მაგრამ თბილისი და დიდი ქალაქები ჰგავს, რომ არის ძალიან მკაფიო გზავნილის მატარებელი ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ - ეს ყველა შემთხვევაში მომავლის განმსაზღვრელად მიმაჩნია.

ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია.

ტელეკომპანია ფორმულასა და მთავარი არხის ეგზიტპოლების მიხედვით, თბილისში მეორე ტურები დაინიშნება, ხოლო TV იმედის მიხედვით კი, კახა კალაძემ თბილისის მერის არჩევნები პირველივე ტურში მოიგო. 

კომენტარები