არჩევნები 2021

დეკანოიძე: წაგების აგონიის გამო ქუთაისის ყველაზე დიდ უბნებში ელექტროენერგია ჩააქრეს

მთელ საქართველოში, მათ შორის, ქუთაისში ქართული ოცნების წაგების აგონიის გამო ახლა, რამდენიმე წუთის წინ, ქუთაისის ყველაზე დიდ უბნებში, რომლებიც, ტრადიციულად, არის ოპოზიციურად განწყობილი, მრავალრიცხვოვან უბნებში, ჩააქრეს ელექტროენერგია. მე მინდა გავაფრთხილო ქართული ოცნების წარმომადგენლობა აქ და, მათ შორის, ყველა ის ადამიანი, ვინც ასრულებს ყველა ამ უკანონო დავალებას, წაგებული გაქვს ეს არჩევნები და საერთოდ არაფერი არ გიშველით. ამიტომ, სასწრაფოდ უბნებს მიაწოდეთ ელექტროენერგია, იმისთვის, რომ დაცული იყოს ხმების დათვლის პროცესი, იმისთვის, რომ ადამიანებმა შეძლონ ხმის მიცემა. 

მინდა გავაფრთხილო ყველა ის ადამიანი, რომელიც უკანონო დავალებას ასრულებს - ვერ გიშველით ელექტროენერგიის ჩაქრობა, ადამიანების გამწარება, ჩვენ ვდგავართ უბნებზე, დავიცავთ უბნებს ბოლომდე. მინდა, გავაფრთხილო ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, კობა გაბუნია - არც თქვენ არ გიშველით არაფერი, წაგებული გაქვთ არჩევნები და სისხლის სამართლის დანაშაულს სჩადიხართ. 

ამბობს ქუთაისის მერობის კანდიდატი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე. არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები