ტელეკომპანია მთავარის დაკვეთით IPSOS-ის მიერ თბილისში ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქართულმა ოცნებამ 38.5% მიიღო, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ - 33%, ხოლო გიორგი გახარიას პარტიამ საქართველოსთვის - 7.6%.
დანარჩენ პარტიებში ეგზიტპოლის შედგები 17 საათის მონაცემებით ასეთია:
- გირჩი - მეტი თავისუფლება - 4.8 %
- ლელო - 4%
- ხალხისთვის - 2%
- გირჩი - 1.6%
- მოქალაქეები - 1.1%
- ევროპული საქართველო - 1%
- ლეიბორისტული პარტია - 1%
- პატრიოტთა ალიანსი - 0,9%
- მესამე ძალა - 0,8%
რაც შეეხება მერობის კანდიდატებს თბილისში, IPSOS-ის მიხედვით, ოპოზიციის საერთო მერობის კანდიდატი, ნიკა მელია 40.8%-ს აიღებს, ქართული ოცნების მერობის კანდიდატი, კახა კალაძე - 40.2%-ს, საქართველოსთვის კანდიდატი, გიორგი გახარია კი - 8.7%-ს.
ტელეკომპანია მთავარის დაკვეთით ეგზიტპოლი ფრანგულმა კვლევითმა ცენტრმა IPSOS-მა ჩაატარა +/- 3% ცდომილებით.