არჩევნები 2021

დროა: მოქალაქეები წერენ, რომ შეეცვალათ საარჩევნო უბანი, რომელზეც წლებია ხმას აძლევენ

არჩევნები
ტაბულა

პარტია დროას ინფორმაციით, მოქალაქეები წერენ, რომ მათ შეეცვალათ საარჩევნო უბანი, რომელზეც წლებია ხმას აძლევენ. პარტია მოუწოდებს ამომრჩევლებს, წინასწარ გადაამოწმონ მათი საარჩევნო უბნები.

"სოც. ქსელებში მომხმარებლები წერენ, რომ შეეცვალათ საარჩევნო უბანი, რომელზეც მანამდე, წლების განმავლობაში, აძლევდნენ ხმას. ამიტომ გიზიარებთ ცესკოს ბმულს, სადაც შეგიძლიათ გადაამოწმოთ დღეს სად და რომელ უბანზე აძლევთ ხმას – voters.cec.gov.ge". – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები