არჩევნები 2021

12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 17.72%-ია – 2017 წელს 16.5% იყო

ტაბულა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 12:00 საათისთვის ხმის მისაცემად 619 562 ადამიანი მივიდა, რაც ამომრჩეველთა 17.72% შეადგენს. 

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 საათისთვის 16.5% იყო, 2014 წელს – 16.65%.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 19.41% იყო. ხოლო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს 12:00 საათზე ამომრჩეველთა აქტივობა 25.88% იყო.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები