არჩევნები 2021

ვაშაძე: არჩევნები დარღვევებით მიმდინარეობს, შეწყვიტეთ სტანდარტული ხრიკების გამოყენება

მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ საარჩევნო პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს. მან მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. 

"მე მინდა ჩამოვთვალო დარღვევების კატეგორია, ბიულეტენის მოხევის დროს, ჩვენი 1 ნომერი რჩება ყუაზე, ისე ახევენ, რომ ფიზიკურად ვერ შემოხაზავს ადამიანი ჩვენს ნომერს. მე მინდა მოვუწოდო ჩვენს ამომრჩეველს, რომ თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ბიულეტენის გამოცვლა.

 შემდეგი კატეგორიის დარღვევა, რომელიც ფიქსირდება არის ფარულობის დარღვევა და ჩვენ შეგვიძლია კადრები გაჩვენოთ თუ როგორ ხდება ჯიხურის გარეთ ხელმოწერა, პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ არის შემთხვევები, როდესაც კომისიის წევრები პირდაპირ მოუწოდებენ ამომრჩეველს მხარი დაუჭირონ მმართველ პარტიას".- თქვა გიორგი ვაშაძემ. 

მან ქართულ ოცნებას და კომისიის წევრებს ამომრჩეველზე ზემოქმედების შეწყვეტისკენ მოუწოდა. 

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები