არჩევნები 2021

ხოშტარია: მთელ ქალაქში სისტემურად ფიქსირდება დაზიანებული ბიულეტენების გაცემა

რამდენიმესაათიანი დაკვირვების შედეგად, როგორც მთელ ქალაქში, ასევე კონკრეტულად გლდანში სისტემურად ფიქსირდება დაზიანებული ბიულეტენების გაცემა. დაზიანებული, ჩამოხეული ბიულეტენები ბათილდება. რაც მთავარია, როდესაც ამომრჩეველკი მიმართავს, რომ დაზიანებული ბიულეტენი არ მისცენ, ეუბნებიან, რომ ეს მათი პრობლემა არ არის. 

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ამის საფუძველზე მერე აპირებენ გააბათილონ ეს ბიულეტენები. როდესაც რეალურად ამომრჩევლის ნებაა დაფიქსირებული და იკითხება, არ უნდა გაბათილდეს, მაგრამ საფრთხე იმისა, რომ აი, ამ გაყალბებისკენ მიდრეკილი არჩევნების დროს ეს შეიძლება გააბათილონ და ამით დაწიონ ოპოზიციური ხმები, მაღალია. 

ჩვენ ვიბრძოლებთ აბსოლუტურად ყველა ხმის დასაცავად, მაგრამ ნუ შევიქმნით საფრთხეს მაინც. 

გვაქვს ინფორმაცია, რომ გაბათილება იყოს ერთ-ერთი მეთოდი გაყალბების. 

ამის შესახებ პარტია დროას ლიდერმა და ოთხი ოპოზიციური პარტიის საერთო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გლდანის ოლქში, ელენე ხოშტარიამ ისაუბრა. 

კომენტარები