არჩევნები 2021

ბოკერია: ეს დღე შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს საფრთხისა, თუ გარღვევის კუთხით

საარჩევნო უფლება, ხმის მიცემის უფლება, უფლებაა, რომ შენი ქვეყნის ბედი გადაწყვიტო, საკუთარი ბედის პატრონი იყო, საზოგადოების, შენი სამშობლოსი, ეს ერთერთი უდიდესი მონაპოვარია და ყველა ვითარებაში საერთოდ რომ არაფერი ხდებოდეს, მე მიმაჩნია ჯერ მონაპოვრად, მერე მოქალაქის სამოქალაქო ვალად, რომ ეს უფლება გამოიყენოს და იყოს პასუხისმგებელი დაცვაზე საკუთარი ქვეყნის თავისუფლების, საკუთარი თავისუფლების და საკუთარი მომავლის და მგონია, რომ ჩვენს უახლეს ისტორიაში რამდენიმე ისეთი არჩევნები იყო, რომელშიც მე, როგორც მოქალაქეს მონაწილეობა მიღებული მაქვს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ გავრისკავ და ვიტყვი, რომ ეს არჩევნები და ეს დღე შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, როგორც საფრთხის თვალსაზრისით, თუ ჩვენ ჩვენი ნება ახლა ვერ ვაჩვენეთ, ისე გარღვევის თვალსაზრისით, რომ ჩვენს ისტორიულ ამოცანას დავუახლოვდეთ და ეს მისია შევასრულოთ, რომ გავაღწიოთ ამ პოსტსაბჭოთა ჭაობიდან და ვიყოთ ქვეყანა, რომელიც არის ნაწილი თავისუფალი სამყაროსი, რასაც შეეწირა უამრავი თაობა, რაზეც ჩვენი საზოგადოების დამფუძნებელი პიროვნებები, როგორც ილია ჭავჭავაძე იყო, რასაც შეწირეს სიცოცხლე და ჩვენ ახლა ჩვენი ერთი ხმით შეგვიძლია ამას მივაღწიოთ.

ეგ უფლება გამოვიყენე მე დღეს, ამისკენ მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს, ვისაც სჯერა, რომ ეროვნული ამოცანა გვაქვს ივანიშვილის რეჟიმის მოცილება და ვისთვისაც სულერთი არ არის მერე რა მოხდება და ვისაც სჯერა, რომ ჩვენი სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლება არის, როგორი ქვეყანაც გვინდა რომ ვიყოთ, მე მოვუწოდებ, რომ ჩვენს გუნდს - ევროპულ საქართველოს დაუჭირონ მხარი, იციან რას აძლევენ ხმას, იციან რომ ჩვენს სიტყვას აქვს ფასი, მაშინაც როცა არ გვეთანხმებიან, იციან რომ ჩვენ მათ არ ვატყუებთ. ყველა სხვა შემთხვევაში მხარი დავუჭიროთ იმ ოპოზიციურ კანდიდატებს, რაზეც არის შეჯერებული ოპოზიცია. ჩემს უბანში ბუნებრივია, მერი - ნიკა მელიაა, ყველა უბანზე, აქ არის, ამ ოლქში ბათუ ქუთელია და ბუნებრივია ჩემი ხმა გამოვიყენე იმისთვის, რომ ეს საფრთხე ახლა გავანეიტრალოთ და მერე დავიწყოთ ამ ჭაობიდან გამოსვლა.

თქვა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ, ხმის მიცემის შემდეგ. დღეს, 2 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება.

კომენტარები