არჩევნები 2021

ხოშტარია: დღეს თითოეულ მოქალაქეს აქვს შანსი საკუთარი და ქვეყნის ცხოვრება შეცვალოს

დღეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, თითოეულ ადამიანს აქვს შანსი და იარაღი, რომ საკუთარი ცხოვრება, ჩვენი ქვეყნის განვითარება, საკუთარი ოჯახის ცხოვრება განსაზღროს და გადაწყვიტოს - კმაყოფილები ვართ იმით, როგორც დღეს ვცხოვრობთ, თუ არ ვართ. 

ასევე, დღეს საქართველოს მოქალაქეს აქვს ინსტრუმენტი, რომ დავიწყოთ ახალი ეტაპი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, როდესაც არცერთი ხელისუფლება არ იქნება ერთპიროვნული და მათ შეუძლიათ აირჩიონ ძალიან მრავალფეროვანი პარტიებიდან, დიდი არჩევანი აქვთ და იმისთვის, რომ ადამიანები არ იჩაგრებოდნენ, უიმედოდ არ ცხოვრობდნენ, შემოსავალი ჰქონდეთ და ა.შ., ამისთვის არის საჭირო კოალიციური მთავრობა. 

პარტია დროას ლიდერმა და გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ, ხმა ვაკეში, N12 საარჩევნო უბანზე მისცა. 

კომენტარები