არჩევნები 2021

ბოკერია: კატასტროფაა, როდესაც ოლიგარქი მოელის, რომ კაცის დაჭერით მიულოცავენ ბიძინაობას

იქ, სადაც ეს ითვლება ნორმალურ ამბად იმ კაცისთვის, რომელსაც პრემიერმინისტრი ჰქვია და გარემოცვისთვის. იქ, სადაც ოლიგარქი, ვინც აკონტროლებს ამას მოელის, რომ კაცის დაჭერას მიულოცავენ ბიძინაობით, ეს არის კატასტროფა. [...] მე არ მეგულება ნორმალური ადამიანი, რომელსაც არ შერცხვება, რომ ისეთი ხელისუფლება ჰყავს, რომელიც მამა-მარჩენალს ადამიანის დაჭერას ულოცავს. ის ხალხიც კი, ვინც ჩემთვის მიუღებელი განწყობით არის, როგორ შეიძლება ნორმალურად მიიჩნევდნენ ამ ბიძინაობის ამბავს, ეს არის სწორედ იმ აისბერგის თავი, რასაც ცხოველების ფერმა ვუწოდეთ ჩვენ. ეს არის ცხოველების ფერმად ქცევა ადამიანების.

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ტვ პირველის ეთერში გამოეხმაურა.

კომენტარები