არჩევნები 2021

ცესკოს თავმჯდომარე NDI-სა და IRI-ს წარმომადგენლებს შეხვდა

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ცესკოს ხელმძღვანელი პირები ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) წარმომადგენლებს შეხვდნენ. ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ორგანიზაციების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა 2 ოქტომბრის არჩევნების სადამკვირვებლო პროცესში ჩართულობისთვის. 

"შეხვედრებზე აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე დაკვირვების სურვილი უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა გამოთქვეს. ცესკოს  თავმჯდომარის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დამკვირვებელი ორგანიზაციების შეფასებები და მიგნებები" - აცხადებს ცესკო.

შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) წარმომადგენლებს შორის 2021 წლის 1 ოქტომბერს შედგა. 

კომენტარები