მიხეილ სააკაშვილის დაკავება

კობახიძე: სააკაშვილის დაკავება იმის დაგვირგვინებაა, რაც ბიძინამ 10 წლის წინ დაიწყო

სიმბოლურია, რომ ეს მოხდა 9 წლის თავზე იმ მომენტიდან, როცა ბიძინა ივანიშვილმა ქართულ საზოგადოებას საქართველოში თავისუფლების და დემოკრატიის გამარჯვება მიულოცა, ეს [მიხეილ სააკაშვილის დაკავება] არის იმ საქმის დაგვირგვინება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ზუსტად 10 წლის წინ დაიწყო, მივულოცავ, რა თქმა უნდა, პრემიერს ამ ოპერაციის წარმატებით ჩატარებას და მადლობას გადავუხდი სამართალდამცავ სტრუქტურებს, შინაგან საქმეთა სამინსიტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ამ ოპერაციის წარმატებით ჩატარებისთვის.

ქართული ოცნების ლიდერი, ირაკლი კობახიძე, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით.

კომენტარები