არჩევნები 2021

ბოკერია: მიუხედავად იმისა, სად არის სააკაშვილი, ჩვენი საერთო ამოცანაა რეჟიმი დავასრულოთ

მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამაზე ჩემგან სერიოზულ კომენტარს არ ელით – რა შეიძლება და როგორ შეიძლება ექნა სააკაშვილს ან ივანიშვილს რეჟიმს. მე მინდა ყველა მოქალაქეს მოვუწოდო, მიუხედავად იმისა, მათ როგორი პოლიტიკური შეხედულებები აქვთ ზოგადად ოპოზიციაზე ან სააკაშვილზე, რასაც არ უნდა ფიქრობდეთ ამ მოვლენებზე, გარდა ივანიშვილის რეჟიმის კომიკური რეაქციისა, ხვალ გაქვთ შესაძლებლობა, რომ თქვენი ხმით გადაწყვიტოთ ამ ქვეყნის ბედი შემდეგი ათწლეულების განმავლობაში, მოვხსნათ დღის წესრიგიდან ისეთი სამარცხვინო სადისკუსიო ამბავი, რასაც ხშირად ვაწყდებით ხოლმე ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან. ეს არის ჩვენი მოწოდება. იგივე პოზიცია მაქვს დღესაც, რაც მქონდა. იმის მიუხედავად, რეალურად სად არის სააკაშვილი, რაც მე არ ვიცი, ჩვენი საერთო ამოცანა, მათ შორის, სააკაშვილის მომხრეების, რომ ჩვენ ეს უაღრესად სახიფათო რეჟიმი და კონტექსტი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ხვალ ჩვენი ხმის გამოყენებით მოვხსნათ.

ჩემთვის სისტემის კრახი მომხდარია კარგი ხნის წინ. ჩემთვის არაფერი სიახლე არ არის, რომ ივანიშვილის რეჟიმმა სრული კრახი განიცადა, როცა საქმე ეხება რაიმე სახით კანონის უზენაესობის დაცვას, ეფექტურ მმართველობას, მაშინაც კი, როცა არალეგიტიმური ამოცანებია დასმული. 

თქვა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ. ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 1 ოქტომბერს Facebook-ზე ორი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის, სავარაუდოდ, ბათუმშია

კომენტარები