კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით კიდევ 29 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 743 შემთხვევა, დღიური დადებითობა 4.83%-ია

Covid 19-ით კიდევ 29 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 36 047 ტესტი და დადასტურდა 1 743 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა  2 266 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 4.83%, ბოლო 14 დღის - 6.04%, ბოლო 7 დღის - 5.65%.

ინფიცირების 1 743 ახალი შემთხვევიდან თბილისში 571 გამოვლინდა, აჭარაში - 85, იმერეთში – 315, ქვემო ქართლში – 94, შიდა ქართლში – 79, გურიაში – 47, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 189, კახეთში –  262, მცხეთა-მთიანეთში – 54, სამცხე-ჯავახეთში – 35, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 12.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 18 969.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით ოფიციალურად დაინფიცირდა 613 012 ადამიანი, მათგან გარდაიცვალა 8 946 და გამოჯანმრთელდა 585 071 პირი.


ქვეყანაში აკრძალულია კონცერტები, ფესტივალები და დიდი თავყრილობები. სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. 25 აგვისტოდან კვების ობიექტებს მუშაობის უფლება მხოლოდ 22:00-მდე აქვთ. 14 აგვისტოს გაჩერებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ 13 სექტემბრიდან აღდგა. 

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები