არჩევნები 2021

კეკენაძე: უმუშევრობის, ხელფასების პრობლემა უნდა გადავჭრათ, ბიზნესს შესაძლებლობა უნდა მივცეთ

ორ ამოცანას ემსახურება ეს არჩევნები. პირველი, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის ქართული ოცნების ცვლილების დაწყება. მაგრამ მეორე, ჩვენთვის ამოცანა არაა მხოლოდ ცვლილების დაწყება მხოლოდ ცვლილებისთვის. ჩვენ გვინდა კონკრეტული გზავნილებით დავაჯეროთ ამომრჩეველი, რომ ამ ქვეყანას აქვს უკეთესი მომავლის შანსი. 

თბილისში სამი ძირითადი ამოცანის გადაჭრა გვინდა. ეს არის უმუშევრობის პრობლემა, დაბალი ხელფასები და მეტი შესაძლებლობა მივცეთ მცირე და საშუალო ბიზნესს. 

 

კომენტარები