არჩევნები 2021

ბოკერია: რას იზამს სააკაშვილი არაფერს ცვლის – რეჟიმის დამარცხების ამოცანა უცვლელია

მე არ მჭირდება შესვლა მაგ დისკუსიაში, რას იზამს, ან არ იზამს სააკაშვილი, იმიტომ რომ არაფერს ცვლის ჩემთვის და ევროპული საქართველოსთვის და გავრისკავდი და ვიტყოდი, რომ მისი მომხრეებისთვისაც კი, ის ამოცანა, რასაც ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება ჰქვია, უცვლელი რჩება, იმის მიუხედავად სააკაშვილი რას იტყვის, ან არ იტყვის. რომც გადაიფიქროს ჩამოსვლა, მე არანაირ პროგნოზს არ ვაკეთებ, ჩვენი მოვალეობა და ვალი ქვეყნის წინაშე ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებისა რჩება უცვლელი. ამას ვგულისხმობ, როდესაც ვიძახი რომ ჩემთვის არაფერი იცვლება.

თქვა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ, რუსთავი 2-ის ეთერში.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა, 27 სექტემბერს განაცხადა, რომ 2 ოქტომბერს საქართველოში ჩამოსასვლელი ბილეთი იყიდა.

კომენტარები