არჩევნები 2021

კრამონი: მომდევნო კვირებში პრეზიდენტის როლი, შესაძლოა, გადამწყვეტი იყოს

ვიოლა ფონ კრამონი

"პრეზიდენტის მნიშვნელოვანი განცხადებაა. მომდევნო კვირებში მისი როლი, შესაძლოა, გადამწყვეტი იყოს". – ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვებს, რომ ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობების შემდეგ კოალიციური მთავრობის აუცილებლობა ნათელია.

"მომავალი ადგილობრივი არჩევნები ამას [არის თუ არა პოლიტიკური კრიზისი ამოწურული] გვიჩვენებს. პოლარიზაციის გადალახვა ძალიან რთულია. 9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია". – თქვა ზურაბიშვილმა.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. 19 აპრილის შეთანხმების მიხედვით, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქართული ოცნება მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს. ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

კომენტარები