არჩევნები 2021

ხოშტარია: ცვლილებების წინაპირობა ოცნების უპასუხისმგებლობა და ჩვენი კოალიციური შეთავაზებაა

ცვლილებები არის გარდაუვალი და არა იმიტომ, რომ ჩვენ ვამბობთ ასე, ან არა იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ასე, იმიტომ, რომ ეს სასიცოცხლოდ სჭირდება ამ ქვეყანას და ამის სურვილი დუღს საზოგადოებაში. ამ ცვლილებების მთავარი მამოძრავებელი არის ქართული ოცნების აბსოლუტური უპასუხისმგებლობა, შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება ჩვენი საზოგადოების მიმართ, მაგრამ არა ნაკლებად მნიშვნელოვანი ამ ცვლილებების წინაპირობა არის ის კოალიციური შეთავაზება, რომელიც ჩვენ გავუკეთეთ ჩვენს საზოგადოებას ამ არჩევნებზე პირველად. დარწმუნებული ვარ, რომ ისტორიაში შევა ეს პერიოდი - ოპოზიციამ პირველად მოახერხა, რომ შესთავაზოს ძალიან მრავალფეროვანი არჩევანი ჩვენს საზოგადოებას. ვერავინ იტყვის, რომ არჩევანი არ არის და ამას იმსახურებს ჩვენი საზოგადოება, ამას იმსახურებენ ჩვენი ამომრჩევლები, რომ თავისუფალი იყვნენ მოწონებასა თუ არმოწონებაში. 

[...] ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ ქართული ოცნება არის ისტერიკაში, სამწუხაროდ, ეს ჩანს, სახეს კარგავს ძალიან ბევრი, მე მუდმივად მივმართავ ყველას - გლდანში და გლდანის მიღმაც, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც, შეიძლება ჩვენ არ მოვწონვართ, მაგრამ ჩვენი მოქალაქეები არიან - ნუ გადაყვებით ქართული ოცნების ისტერიკას, ისინი მხოლოდ თავის თავზე ფიქრობენ, ეს ისტერიკა არის მარცხის შიში და როცა ქართული ოცნების ამოცანა არის ძალადობა და მანიპულაცია, რომელიც არ უშველის, ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად ბევრი ადამიანი მოვიდეს არჩევნებზე და მაქსიმალურად მშვიდობიანად დავიცვათ ყველა ხმა.

ამბობს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი და დროას ლიდერი, ელენე ხოშატარია. 

კომენტარები