არჩევნები 2021

წულუკიანი სააკაშვილზე: დედას ბუშტი გვიბრუნდება

იმედი მაქვს, არავის ეწყინება, რომ ჩემი რეაქცია არის საკმაოდ დამცინავი იმიტომ, რომ ამ ყველაფერს სერიოზულად ვერ აღვიქვამ, ვერც პიროვნებას, ვერც, რომელიც აცხადებს, რომ არის თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებელი, ალბათ, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ანეკდოტია, რაც კი მოგვისმენია და ასევე, სასაცილოა, რომ ამხელა კაცი ჩამოდის მგონი დედასთან ერთად, დედას ბუშტი გვიბრუნდება.

ამბობს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი.

27 სექტემბერს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბილეთის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ 2 ოქტომბერს საქართველოში ბრუნდება. სააკაშვილს ამიმრჩევლისთვის ქვეყანაში ჩამოსვლის პირობა დღემდე მრავალჯერ აქვს მიცემული. 

კომენტარები