არჩევნები 2021

კალაძე: ხუთკაციანი აქციებით ვერავის შეაშინებენ, ხალხის გამოყვანა თუ უნდათ, ვაჩვენებთ

საარჩევნო კამპანია, საერთო ჯამში, მშვიდად მიმდინარეობს. ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა, აწარმოოს საარჩევნო კამპანია, შეხვდეს ამომრჩევლებს, წარადგინოს საარჩევნო პროგრამა. კარგია, რომ ასეთ რეჟიმში ვართ, თუ არ ჩავთვლით ზოგიერთ პროვოკაციას.

არ გამოვრიცხავ, რომ პროვოკაციები კიდევ მოეწყოს კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხრიდან, ეს მათი ხელწერაა. თუ გავიხსენებთ ასევე განვლილ არჩევნებს, ვიცით, მათი ხელწერა როგორია. ასე რომ, მაქსიმალურად მშვიდად უნდა ვიყოთ. შესაბამისი სამსახურები უნდა იყვნენ მაქსიმალურად მობილიზებულნი, რომ არანაირი პროვოკაცია არ დავუშვათ. რაც შეეხება აქციებს, აქციის ჩატარების უფლება ყველას აქვს ამ ქვეყანაში. თუ ვინმეს მცდელობა აქვს, რომ ვინმე შეაშინონ თავისი ხუთკაციანი აქციებით, ნამდვილად ვერავის შეაშინებენ. აქცია და ხალხის გამოყვანა თუ უნდათ, მაგასაც ვაჩვენებთ, როგორი ხალხის გამოყვანა შეგვიძლია

თქვა მოქმედმა მერმა და ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ. 

თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართება. 

კომენტარები