BIAFF

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული ალექსანდრე კობერიძის ფილმი გახდა

Info9

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული ალექსანდრე კობერიძის ფილმი რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ? გახდა. სურათმა BIAFF-ზე ასევე კინოკრიტიკოსთა პრიზიც მიიღო.  

2021 წლის BIAFF-ის გამარჯვებულთა სია კი ასე გამოიყურება:

გრან პრი

რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ? (რეჟ. ალექსანდრე კობერიძე, საქართველო/გერმანია)

საუკეთესო რეჟისორი

კორნელ მუნდრუცო - ევოლუცია

საუკეთესო მსახიობი კაცი

სერგეი ფილიმონოვი - მარტორქა

საუკეთესო მსახიობი ქალი

ნუცა კუხიანიძე - ოთარის სიკვდილი

ჟიურის სპეციალური პრიზი - მხატვრული ფილმი

ოთარის სიკვდილი (რეჟ. სოსო ბლიაძე, საქართველო/გერმანია/ლიტვა)

ბანდარ ბენდი (რეჟ. მანიჯე ჰეკმატი, ირანი)

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი

1970 (რეჟ. ტომას ვოლსკი, პოლონეთი)

ჟიურის სპეციალური პრიზი - დოკუმენტური ფილმი

ატლანტიდა (რეჟ. იური ანკარანი, იტალია/საფრანგეთი)

ორმო (რეჟ. ანდრეი გრიაზევი, რუსეთი) 

ქართველ კინოკრიტიკოსთა ჯილდო

რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ? (რეჟ. ალექსანდრე კობერიძე, საქართველო/გერმანია)

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი

ლეოპოლისის ღამე (რეჟ. ნიკონ რომანჩენკო, უკრაინა)

ჟიურის სპეციალური პრიზი - მოკლემეტრაჟიანი ფილმი

სამზადისი (რეჟ. ილია ასიტაშვილი, საქართველო)

მარტოსული ლილი (რეჟ. ზუ ჯინგი, ჩინეთი)

როგორც მიკონოში (რეჟ. ალესანდრო პორციო, იტალია)

კინოფესტივალის გამარჯვებულები კინომოღვაწეებითა და კინოკრიტიკოსებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა, რომელსაც რეჟისორი ლანა ღოღობერიძე ხელმძღვანელობდა. საპატიო ჯილდო გადაეცა ქართველ მსახიობს, ჟანრი ლოლაშვილს.

საფესტივალო პროგრამის ჩვენება კინოთეატრ აპოლოში და ევროპის მოედანზე გაიმართა. 

ბათუმმა საერთაშორისო კინოფესტივალს მეთექვსმეტედ უმასპინძლა. BIAFF-ზე სულ 35 მხატვრული და დოკუმენტური, ასევე 30 მოკლემეტრაჟიანი ფილმი იყო წარმოდგენილი. არასაკონკურსო პროგრამაში ლეო კარაქსის, სერგეი ლოზნიცას, ასგად ფარადის და აპიჩატოპონგ ვერასეტაკულეს ბოლო ნამუშევრები მოხვდა.

რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ? ქართულ-გერმანული ფილმია, რომელიც ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე კინოკრიტიკოსთა ჯილდო მოიპოვა.

კომენტარები