არჩევნები 2021

წულუკიანი: გვაინტერესებს, როგორ შეაფასებს ევროკავშირი მელიას ქმედებას

ჩვენ გვაინტერესებს, როგორ შეაფასებს მის ქმედებას სწორედ ის ევროკავშირი, რომლის ოფისთანაც ეს მოხდა, იმიტომ, რომ ჩვენ ყოველთვის გვესმოდა, კარგი იქნება თუ ნიკა მელია იქნება გარეთ, რათა გარეთ მან შეძლოს პოლიტიკური კონკურენცია ქართულ ოცნებასთან. აგერ არის პერსონაჟიც აგერ არის კონკურენცია და ჩვენ გვაინტერესებს ეს არის თუ არა პოლიტიკოსის პოლიტიკური ქცევა, როგორც ის გუშინ მოიქცა

ამბობს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და ენმ-ის თავმჯდომარისა და თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას დაპირისპირებაზე ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან.

კომენტარები