არჩევნები 2021

ჯაფარიძე ოცნებაზე: მათივე კვლევები აჩვენებს, რომ მარცხდებიან, რაც დარჩათ, ძალადობა და ფულია

ფეხებზე ჰკიდიათ, დასავლეთის რეაქცია რა იქნება და არც ამას მოერიდნენ, ამაში გასაკვირი არაფერია. რას აპირებდნენ, საინტერესოა, ფიზიკურად აპირებდნენ, რომ გასწორებოდნენ, თუ რას იზამდნენ? 

მგონია, რომ ტემპერატურა კიდევ აიწევს, ესეც ერთ-ერთი ნიშანია, იმიტომ, რომ სხვა გზა უბრალოდ აღარ დარჩათ - მათივე კვლევები აჩვენებს, რომ მარცხდებიან. ერთადერთი, რაც დარჩათ, არის ძალადობა და ფული. ყველაფერს გააკეთებენ, ოღონდ არ დაკარგონ ხელისუფლება.

ამბობს გირჩი-მეტი თავისუფლებას ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და ენმ-ის თავმჯდომარისა და თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას დაპირისპირებაზე ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან. დაპირისპირების შემდეგ ოფისთან ქართული ოცნების აქტივისტები მივიდნენ, რომლებიც საკუთარ თავს "ვაკელ ახალგაზრდებს" უწოდებდნენ. ისინი ელოდებოდნენ, როდის დატოვებდა მელია შეხვედრას. 

კომენტარები