არჩევნები 2021

ბოკერია: ვისაც ლიბერალობა და პატრიოტობა სალანძღავ სიტყვად არ მიაჩნია – მხარი დაგვიჭიროს

ამ ქვეყანას სჭირდება ისეთი ადამიანები, რომელთაც აქვთ რწმენა იმის, რომ სიტყვას ფასი უნდა ჰქონდეს, რომ უნდა გენდონ, მაშინაც კი როცა არ გეთანხმებიან უნდა იცოდნენ, რომ შენ გულისხმობ იმას, რასაც იძახი და ასეთი ძალა არის ევროპული საქართველო, ასეთი ადამიანები ხართ თქვენ. სასოწარკვეთა ერთ-ერთი ყველაზე საშიში რამეა, იმიტომ რომ ადამიანს უბიძგებს ხელები ჩამოუშვას და მიუშვას, ბოროტება იმარჯვებს იქ, სადაც კარგი ადამიანები არ მოქმედებენ. თქვენი დახმარებით დღევანდელი ვითარება უნდა გადავტეხოთ და ვუთხრათ ყველას, მათ შორის ჩვენ პოლიტიკურ ძალაზე, ისევ ილიას სიტყვები უნდა გამოვიყენო, იმიტომ რომ ისეა თითქოს ახლანდელ ამბებზე წერდაო ჩვენი თანამედროვე საზოგადოების დამფუძნებელი – ვისაც ლიბერალობა და პატრიოტობა სალანძღავ სიტყვად არ მიგაჩნიათ მხარი დაუჭირეთ ევროპულ საქართველოსა და ჩვენ გუნდს.

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია კახეთის გუნდის წარდგენაზე სიტყვით
გამოსვლისას.

კომენტარები