რაც დღეს ვიხილეთ, მე მგონია რომ წინასწარ იყო დაგეგმილი, გამომდინარე იქიდან რომ ეს ყველაფერი ჩანდა, იმ სცენარიდან, რომელიც განვითარდა. ანუ, წინასწარ იცოდა მელიამ იმასთან დაკავშირებით, რომ ამ დროისთვის მე ვიქნებოდი იქ. ამის გარდა ძალიან საინტერესო რაღაცები იყო, რაც შენიშნეს მათ შორის დაცვის წევრებმა - მაგალითად, როდესაც ხდებოდა მოწოლა, ანუ მელია, როდესაც იდგა და იყო მოწოლა მისი მხრიდან, ამას მოყვებოდნენ კონკრეტული ტელევიზიების წარმომადგენლები, ანუ ეს მოწოლა იყო ერთობლივი და საბოლოო ჯამში ესენი ქმნიდნენ ასეთ მოცემულობას. წინასწარ გაწერილი სცენარის ნიშნები იკითხებოდა ძალიან მარტივად.
tbl.ge/5p59
დაკოპირდა
თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ იმედის ეთერში.
დღეს, 23 სექტემბერს, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან, ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
ამავე თემაზე
- 2021 წლის არჩევნებზე ქართულმა ოცნებამ 18 მლნ დახარჯა, ენმ-მ 3 მლნ, ლელომ – 2.5 მლნ
- არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება კვლავ პრობლემურია – TI-ის ანგარიში
- NDI არჩევნებზე: საარჩევნო გარემოს ღრმა ხარვეზებმა პროცესზე უარყოფითი გავლენა მოახდინა
- "საკრებულოებში ვმოქმედებთ ძალაუფლების ბალანსისთვის" – სად ასახელებს გახარია კანდიდატებს
- სააკაშვილი: გავზარდოთ მასობრიობა და კედლად დავუდგეთ მოძალადეებს, აუცილებლად ჩამოვანგრევთ