არჩევნები 2021

ხოშტარია: დღეს ვნახეთ ევროკავშირზე თავდასხმა – მათი საელჩოს საათნახევრით ბლოკირება

დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ ქართულ ოცნებას ერთადერთი რაც ამოძრავებს, ეს არის შიში ძალაუფლებისა და სკამების დაკარგვის, მაგრამ ამ შიშის პერიოდში მათ ყველაზე კარგად იციან, რომ ისინი კარგავენ ძალაუფლებას, ისინი არიან დამარცხებულები და ოპოზიცია და ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა, რომელსაც არ უნდა ძალადობა, რომელსაც არ უნდა ჩაგვრა, რომელსაც არ უნდა უსამართლობა, რომელსაც უნდა მშვიდობა, ევროპა და განვითარება, ეს უმრავლესობა აუცილებლად გაიმარჯვებს 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე. ამ დარჩენილ დღეებში, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ ქართულ ოცნებას შეუძლია უდიდესი დარტყმა მიაყენოს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და კერძოდ, ჩვენ დღეს რაც ვნახეთ ეს იყო თავდასხმა არამხოლოდ ოპოზიციაზე, რასაც ჩვენ შეჩვეულები ვართ, არამედ ევროკავშირზე, ჩვენ დღეს ვნახეთ საათნახევრის განმავლობაში ევროკავშირის საელჩოს ბლოკირება, რაც არის მოსმენებთან ერთად და ყველა იმ ანტიდასავლურ ნაბიჯებთან ერთად განაცხადი, რომ ქართულ ოცნებას უნდა გამომგვტაცოს ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის გადაწყვეტილება პროდასავლური, განვითარებული, მშვიდობიანი საქართველოს შესახებ.

თქვა დროას ლიდერმა და ოპოზიციის ნაწილის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ. 

დღეს, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან, ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ინციდენტის შემდეგ, ოფისთან ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წევრები და მხარდამჭერები მივიდნენ, რომლებიც ამბობდნენ, რომ ნიკა მელიას გამოსვლას ელოდებოდნენ.

კომენტარები